აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე გაკეთდა.

„აღინიშნა, რომ საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული გამორჩეული პარტნიორობა და ერთობლივი ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ ერთგული დამოკიდებულება უკეთესი მომავლის მომტანია მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა, თუ მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა