არჩილ თალაკვაძე ზვიად კვაჭანტირაძისგან მეტ განმარტებას და საკუთარ გადაწყვეტილებაზე გუნდის წევრებთან საუბარს ელოდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრის, ზვიად კვაჭანტირაძისგან უფრო მეტი განმარტების გაკეთებას და მის გადაწყვეტილებაზე გუნდის წევრებთან საუბარს ელოდება. აღნიშნული შინაარსის განცხადება არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ეცნობება. მისივე თქმით, ამის თანმდევი პროცესი იქნება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს