ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვარშავაში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას, სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში განსაკუთრებული როლი დინამიურ საპარლამენტთაშორისო კავშირებს ენიჭება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ და სტანისლავ კარჩევსკიმ გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების საკითხი განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა