დავით უსუფაშვილი - მზად ვარ „ქართული ოცნებისთვის“ სისხლი გავიღო, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა

„მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა“, – ასე მიმართა „ქართულ ოცნების“ უმრავლესობას „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, რომელმაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტიის განახლების შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

უსუფაშვილის თქმით, იგი მზად არის სისხლი გაიღოს „ქართული ოცნებისთვის“ და ამით იგი „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას დაეხმარება. მისივე თქმით, სისხლის გაღება პოლიტიკაში ნიშნავს დროულ რჩევას, კითხვას, მითითებას, კრიტიკას, არგუმენტს.

„ოღონდ სისხლი გადაისხან, ოღონდ რამე ეშველოთ 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მივაღწიოთ და მივიტანოთ ეს ქვეყანა შიდა და გარე გამოწვევებთან ასე თუ ისე გამკლავებული და მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა“, – განაცხადა უსაუფაშვილმა.

მისივე თქმით, 10 თვის წინ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნებისას შეჰპირდა ცვლილებებს, თუმცა ეს ცვლილებები ივანიშვილს დღემდე არ განუხორციელებია. „10 თვის განმავლობაში რაღაცას ელოდება ეს კაციც და გუნდიც და ვერ გადადგეს ეს ნაბიჯი სასიკეთო, უარესობისკენ ნაბიჯები ბევრია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჯერ რეანიმაციაში უნდა განათავსოს „ქართული ოცნება“, უნდა გაარკვიოს რომელი ორგანოებია მოსაკვეთი იქიდან და შემდეგ ხელახლა ააწყოს ეს ამბავი?! ან იქნებ ელოდება იმას, რაც 10 თვის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. სინამდვილეში პროცესი დაიწყო წელიწადისა და სამი თვის წინ, როდესაც კვირიკაშვილს პირველად შეუტია ივანიშვილმა და სხვებმა, როდესაც სამინისტროების გაერთიანება მოხდა და ამას უნდა აეშენებინა ქვეყანა. შემდეგ კიდევ ზაფხულში მოხდა სამინისტროების შეერთება და ამას უნდა აეშენებინა ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქიდან მოყოლებული გვეუბნებიან, რომ ჩვენ გამოვსწორდებით. და ვინ გვეუბნება ამას?! საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოსული გუნდი გვეუბნება, რომ გვჭირდება რაღაცების ჩვენს შორის გარკვევა, მოწესრიგება, დალაგება, აწყობა, ბრენდინგი–რებრენდინგი. ანუ, კი ვიყავით ექვსი წელია ხელისუფლებაში, კი გავიმარჯვეთ არჩევნებში, კი ვართ კიდევ უმრავლესობაში, მაგრამ ახლა რაღაცები გვჭირდება. თუმცა ამას არ აკეთებენ! თუ ჩემს შეძახილს ელოდებოდნენ, ივანიშვილმა იცის რა აქვს გასაკეთებელი და დღემდე არ აკეთებს, აგერ თქვენი ეთერით ვეუბნები, ბატონო ბიძინა, გააკეთეთ რაც დაგვპირდით – გამოვასწორებ ჩემს გუნდსო. ეფექტურად ავამუშავებო. ამის ნაცვლად ბოლო 10–11 თვეა, რასაც ვაკვირდებით, ყველაზე უტყუარ მანიშნებელს იმისა, რომ დიდი უბედურება სჭირს მმართველ გუნდს – ეს არის ადამიანების განწყობები. უიმედობა იკვეთება უმრავლესობის წარმომადგენელთა თვალებში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მზად ხართ სისხლი გაიღოთ "ქართული ოცნებისთვის"? ძველი გვარდიის წევრები გამორბიან იქიდან და თქვენ რა გინდათ?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა