ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა ბანკიდან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა