კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის  გამწვანება იგეგმება

კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის გამწვანება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს.

მიმდინარე წელს თბილისის მერია ჯამში 16 886 ძირი ხე-მცენარის შეძენას გეგმავს. გარდა კუს ტბისა ნერგების დარგვა მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში იგეგმება. ძირითადად თბილისის მერია გეგმავ შეიძინოს: ევროპული მუხის ნერგები; უნაყოფო თუთა; იაპონური სოფორა; ამბრის ხე; ირმის რქა; წითელი ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; ჰიმალაის კედარი; წვრილფოთოლა იფანი; აღმოსავლური ჭადარი, მელიას ხე; იტალიური ფიჭვი; კედარი ჰიმალაის II; როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ 16 886 ხე-მცენარის შესაძენად სამსახურს 633 829 ლარი აქვს გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა