კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარია გამოყოფილი და სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება. მისივე თქმით, ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები და გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ძალიან ბევრ პროექტზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ვიწყებთ კანდელაკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. ყველა დამეთანხმება, რომ იქ არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ პროექტის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ მთლიანად , ფუნდამენტურად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად მოხდება გზის მოასფალტება, იქნება ახალი განათებები თავისი ლედ სანათებით, მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები. დაახლოებით, მილიონ ნახევარი იხარჯება ამ პროექტში და სამი თვეა ვადა მიცემული იმისთვის, რომ მთლიანად დასრულდეს სამუშაოები“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა