საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების წესის შესახებ სარჩელს არსებითად განიხილავს. სარჩელის ავტორია ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".

როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მოთხოვნას.

მათი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრება დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

მოსარჩელის თქმით, სადავო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ უფლებას.

„სარჩელი შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს დახურულ სხდომაზე მართავს. როგორც წესი, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია, რადგანაც ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და დამკვირვებელ ორგანოზაციებს საშუალებას გვართმევს მოვუსმინოთ, რა კითხვებს უსვამენ მოსამართლეობის კანდიდატებს და რა პასუხებს სცემენ, ასევე რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისგან მივიღოთ ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არც ერთ საიდუმლოებას არ განეკუთვნება, ხოლო იუსტიცის უმაღლესი საბჭო თვითნებურად, საკუთარი გადაწყვეტილებით, კანონის და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ სხდომებს ხურავს",- განაცხადა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა