„ელმავალმშენებელი ქარხნის“ მუშების მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკამათება მოხდა

სს „ელმავალმშენებელი ქარხნის“ მუშების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე შეკამათება მოხდა. კამათი ქარხნის მუშებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს შორის მოხდა.

დღეს, 11:00 საათზე მუშების წარმომადგენლებს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს შორის შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქარხნის ტერიტორიაზე მხოლოდ მედიატორი შევიდა. მედიატორისა და ქარხნის ხელმძღვანელობის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მედიატორმა მუშებს განუცხადა, რომ ხელმძღვანელობა მზად არის მათ შეხვდეს, ოღონდ მედიის გარეშე. ამ საკითხმა კამათი გამოიწვია.

ამ წუთებისთვის მუშები ხელმძღვანელობასთან შეხვედრას კვლავ ითხოვენ და აცხადებენ, რომ მზად არიან მედიის წარმომადგენლების გარეშე მოისმინონ ხელმძღვანელობის პოზიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო