“ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, პირებს, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილებით გადაადგილების გამო, ჯარიმა არ უნდა დაეკისროთ

“ევროპული საქართველო“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ პირებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილებით გადაადგილების გამო, ჯარიმა არ დაეკისრებათ.

უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე კანონპროექტი წარადგინა, რომლის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ფიზიკურ პირს, რომელიც მართავს მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქი მისაბმელით ან მის გარეშე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის საავტომობილო გზების გარდა.

“საკანონმდებლო ცვლილებების ამოცანაა, დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ტექდათვალიერების შემოღებამ შექმნა. საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში მიწის ნაკვეთები, ვენახები, ყანები სოფლიდან მოშორებით არის და ადამიანები იქამდე საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან. რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, სოფელში მცხოვრები ადამიანების უმეტესობას ძველი ავტომობილი ჰყავს და არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ეს ავტომობილები ტექდათვალიერებას გაივლიან. იქმნება სიტუაცია, როდესაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ან ვეღარ მოახერხებს საკუთარ ყანაში მისვლას ან გადაადგილდება, მაგრამ დააჯარიმდება. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სოფელში მცხოვრებ მოსახლეობისთვის გადავადდება ტექდათვალიერების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გადაადგილდებიან ცენტრალური მნიშვნელობის მაგისტრალზე და მათი გადაადგილება სასოფლო და მეორად გზებზე მოხდება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა