კახა კოჟორიძე - თუ სასამართლო პროცესზე მოსამართლედ ლევან მურუსიძე შემხვდება, როგორც ადვოკატი, მისი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ

როგორც ადვოკატი, თუ სასამართლო პროცესზე მოსამართლედ ლევან მურუსიძე შემხვდება, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, - ასე ეხმაურება იურისტი კახა კოჟორიძე ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანიას სახელწოდებით „აიცილე ლევან მურუსიძე“, რაც სასამართლო პროცესიდან 10 მოსამართლის აცილებას გულისხმობს.

„მე ვიზიარებ მათ შეხედულებებს, მხარს ვუჭერ ამ იდეაში და პირადად მე, როგორც ადვოკატი თუ შემხვდება მოსამართლედ მურუსიძე აუცილებლად დავაყენებ აცილების შუამდგომლობას, რადგან არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ის საქმეებს კეთილსინდისიერად განიხილავს. მე ვიცავ ჩემი კლიენტის ინტერესებს, მე უნდა გამოვიდე ჩემი კლიენტის ინტერესებიდან და სწორედ ამიტომ, ასეთი მოსამართლეების აცილებას როგორც იურისტი, შევუერთდები.“-აღნიშნა კოჟორიძემ.

მან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი სასამართლო რეფორმის რადიკალური კონცეფციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა საჭიროებს რთული და რადიკალური რეფორმების განხორციელებას.

„2018 წლის ბოლოს როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა ეს 10 კაცი იმ წესით რომელიც ძალიან კარგად გვახსოვს, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი 10 სახელი და გვარი, მაშინ მე საჯაროდ დავწერე, რომ ამ სიტუაციაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მართლმსაჯულების განვითარების ფუნქციას ვერასოდეს შეასრულებს, ამიტომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ სისტემიდან. თუ ნებით არ გადადგებოდნენ, მაშინ საქართველოს პარლამენტს ჰქონდა და აქვს ბერკეტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუჩეროს კონსტიტუციური ფუნქცია და უნდა შეუჩერდეს მას კონსტიტუციური ფუნქცია. უნდა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტებისაგან, სახალხო დამცველისგან პროფესიული წრეებისგან. ეს კომისია შეითავსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციას. ეს იყო ჩემი იდეა, გასაგებია, რომ ეს იდეა არის რთული განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ უნდა დავადგეთ რთულ გზას, ან უნდა შევეგუოთ იმას, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში სასამართლოში იქნება იგივე პრობლემები, რაც არის დღეს“, -განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა