მაია ბითაძე - მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა

ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება მათი ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, მთები და ფერდები, რომელიც თბილისს აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში ახალი უბნების მომსახურება სამჯერ და ოთხჯერ უნდა გაიზარდოს.

„გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა და საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. როგორც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, გენერალური გეგმა არ იქნებოდა გამოუყენებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის რეგულაციები, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ შენობების მატებასთან დაკავშირებით, გენერალურ გეგმასთან ერთად საკრებულოში გადაიგზავნება. გენგეგმა იქნება აღსრულებადი და ქალაქი დაიწყებს განვითარებას იმ ზონების მიხედვით, რაც დოკუმენტმა დაადგინა. ამასთან, 200-მდე განაცხადი იყო შემოსული მოსახლეობის მხრიდან, რომლებსაც კითხვები ჰქონდათ თავის საკუთრებასთან დაკავშირებით. ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენერალური გეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება მათი ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. აუცილებლად იქნება მათი საკუთრება დაცული. რეკრეაციული ზონა ისეთ ტერიტორიებს დაედო, სადაც მეწყერსაშიშია, აქტიური გეოდინამიკური პროცესები მიმდინარეობს, არის კოლექტორები და სხვა ასეთი ტერიტორიები, რომელთა განვითარება ამ გენერალური გეგმით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, თუ თბილისი კერძო საკუთრებების მიხედვით განაშენიანდება, ეს რეკრეაციული ზონების მთლიანად ამოწურვას გამოიწვევს, რაც გენგეგმის ავტორებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.

„თბილისში კერძო საკუთრებები სამჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზეა, ვიდრე ჩვენ განაშენიანებულ ქალაქს აღვიქვამთ. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მთები და ფერდები, რომელიც თბილისს აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უნდა გაიზარდოს ახალი უბნების მომსახურება და მთლიანად უნდა ამოიწუროს რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი ტერიტორიები, რაც ამ ეტაპზე გენგეგმის მიხედვით მიწანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

გენერალური გეგმა ადგენს 11 ძირითად მიმართულებას, სადაც განვითარება გარკვეული პირობების დაცვით უნდა მოხდეს. ერთ-ერთი არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის ტერიტორიები და ა.შ.“, - განაცხადა ბითაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს