განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თსუ-ში პრეზენტაცია წარადგინა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები.“ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ემსახურება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო