„მცხეთის წყლის“, „რუსთავის წყლისა“ და შპს „თელავგაზის“ აბონენტის ცვლილება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

„მცხეთის წყლის“, „რუსთავის წყლისა“ და შპს „თელავგაზის“ კომუნალური მომსახურების კომპანიებში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლის 22 ფილიალშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

აღნიშნული სიახლე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, ამჟამად 10 კომუნალური მომსახურების კომპანიაა ჩართული - „მცხეთის წყალი“, „რუსთავ წყალი“, „თელავგაზი“ „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“.

სემეკის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით, აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების მოთხოვნით ერთდროულად მიმართოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურე კომპანიებს. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მომხმარებელს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია, გაიგოს უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება.

აბონენტად შეცვლის მომსახურების მისაღებად იუსტიციის სახლში, 2018 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე, 4422 განცხადება დარეგისტრირდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა