მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სფეროში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია პროფესიები, რომლებშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და შესაბამისი სასწავლო პროგრამების სწორად შემუშავებასა და დანერგვაში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე იმსჯელეს საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომლის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა