ირაკლი სესიაშვილი - პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში - იქ, სადაც პრემიერი რჩევას ითხოვს, პრეზიდენტის მონაწილეობა უხერხულია

პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოში - იქ, სადაც პრემიერი რჩევას ითხოვს, პრეზიდენტის მონაწილეობა უხერხულია, - აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

როგორც სესიაშვილმა განმარტა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ყველა ის მინისტრი და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირი იქნება წარმოდგენილი, ვინც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის მართვაზეა პასუხისმგებელი. დეპუტატის თქმით, ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართვა მის კომპეტენციასთან თანხვედრაში არ იქნება.

“პრეზიდენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას არ მართავს. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მას თავდაცვის საბჭო აქვს. დღესაც არსებობს მაღალი სტანდარტის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მუდმივად იყოს ინფორმირებული, როგორც თავდაცვის მინისტრისგან, თავდაცვის ძალების მეთაურისგან, პრემიერისგან და ყველა იმ სახელმწიფო ორგანოსგან, რაც მისთვის საჭიროა. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება და ყველა ტიპის საიდუმლო დოკუმენტზე დაშვება აქვს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა