„ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი „თიბისი ბანკის“ გარშემო მოვლენებზე - ეს ძალიან ცუდია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,- ასე აფასებს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

„ქართველები განწყობის ადამიანები ვართ, უზნაძის ქვეყნის შვილები ვართ და ბიზნესს და საზოგადოებასაც ცუდი განწყობა აქვს. ბოლო სხდომა პარლამენტში, მე ვიტყოდი, ძალიან არასასიამოვნო იყო. ბევრი კითხვა იყო და კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში პროექტის განხორციელება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ანაკლიის პორტის თემა ასე მოკლედ გასარჩევი არ არის, მაგრამ ადამიანები უკვე ყველაფერზე ფიქრობენ. როცა, კითხვაზე პასუხი არ ისმის, მაშინ მეორე კითხვას მესამე, მეოთხე და ა.შ. ემატება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა