ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი გარემო რუსეთის ინტერესში უნდა შედიოდეს, მაგრამ კრემლს კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს

ჩვენს ქვეყანაში სანდო და მშვიდობიანი გარემო რუსეთის ინტერესში უნდა შედიოდეს, მაგრამ კრემლს, სამწუხაროდ, კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, ასეთი განცხადებები იმის საფუძველი არ არის, რომ საქართველომ ევროპისკენ სვლა შეწყვიტოს.

„აქ სიახლე არ არის. არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება კარასინის თუ ზოგადად რუსეთის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგაციასთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება გვინდა. რეგიონში მშვიდობა ჩვენც გვინდა. ჩვენს ქვეყანაში სანდო და მშვიდობიანი გარემო რუსეთის ინტერესში უნდა შედიოდეს, მაგრამ კრემლს, სამწუხაროდ, კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს და ამას ამჟღავნებს, რიგ შემთხვევებში აგრესიულად. ეს იმის საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ჩვენი პროგრესი და სვლა ევროპული მომავლისკენ შევწყვიტოთ. პირიქით, ნაბიჯებს ინტენსიურად ვდგამთ. ეს ქართველი ხალხის და ჩვენი სუვერენული ქვეყნის არჩევნია. ეს ემსახურება არა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას, არამედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ განცხადებებს შეჩვეული ვართ და მომავალშიც მოვისმენთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანა განვავითაროთ და იქ მივიდეთ, სადაც საერთო მშვიდობა და უსაფრთხოებაა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან.

„ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს“, - განაცხადა კარასინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს