ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ფუნქციონირებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნებებიდან მილიონი ლარი გამოიყოფა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ფუნქციონირებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნებებიდან მილიონი ლარი გამოიყოფა.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვიალმა განმარტა, მიდგომა არის ის, რომ აპარატის თანამშრომლებს ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეთ. სესიაშვილის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის ამოქმედება გარკვეულ დროს ითხოვს და აღნიშნული თანხა მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩენილი ვადისთვის არის განსაზღვრული.

“რაც შეეხება მომავალ წელს, ჩვენ საბჭოს ეფექტურობას დავაკვირდებით. გვაქვს სურვილი და ყველანი ვიქნებით ჩასაფრებული, რომ საბჭოს აპარატში ადეკვატური უზრუნველყოფა და ანაზღაულება იყოს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, მეორე მოსმენით, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო