ირაკლი ბაბუხადია - კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია GWP-ს 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. მათივე ცნობით, კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ცალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულს, დაამონტაჟებს.

„კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია „ჯივიპის“ 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. რეაბილიტაცია დაახლოებით 2.5 თვეს გაგრძელდება. ორივე ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ“, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს GWP თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად, GWP-ის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 23 ქუჩაზე ანახლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო