ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურის მხრიდან პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არაფერი თქმულა

თქვენ ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ, უნდა დაუსვათ პროკურატურის წარმომადგენელს,- ასე უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურის მიერ დასახელებული მესამე პირი "თიბისი ბანკის" საქმეში პაატა ღაძაძე.

"ჩემი აზრით, არაფერი პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არ თქმულა, რაღაც კომპანიის წარმომადგენელი იყო და არ ვიცი, რატომ იყო ნათქვამი, ეს რას ნიშნავს საერთოდ. უბრალოდ, გაიჟღერა ინიციალებმა და ალბათ, თქვენში გამოიწვია ამან რაღაც ეჭვი. მე ვერ მოვისმინე რაიმე ისეთი, რომ ამაზე ღირდეს კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დასახელებული კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ღაძაძეა. როგორც bpn.ge წერს, ღაძაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იკავებდა, თუმცა, მან 1-ელი იანვრიდან „თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტი დატოვა.

დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის გარდა, 2012 წელს მიმდინარე მოვლენებიც ახსენეს, რის კონტექსტშიც უწყებამ ერთი პირის ინიციალები - პ.ღ. დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო