თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 60 კვ/მ ფართობი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
იხილეთ ვიდეო: თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა