ნუკრი ქანთარია - ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უფრო საჭირო ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ იმისთვის, რისთვისაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა

ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უფრო საჭირო ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ იმისთვის, რისთვისაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ესმის იმ ადამიანების, ვინც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, თავად „ქართულ ოცნებას“ არ ტოვებს. ნუკი ქანთარიას განცხადებით, ივანიშვილთან გამართული შეხვედრების შემდეგ მას სასიკეთო ცვლილებების იმედი გაუჩნდა, თუმცა კონკრეტულად რა წინადადებები შესთავაზა პარტიის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის წევრებს, ქანთარიას არ დაუკონკრეტებია.

„როდესაც მქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, გამიჩნდა რწმენა, რომ სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. მან კონკრეტულად ისაუბრა, თუმცა ჩემგან არ იქნება სწორი ახლა რაღაც სიღრმეებში ჩავიდე. თვითონ უნდა თქვას, იტყვის ან დავინახავთ ყველანი ერთად. წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება რა თქმა უნდა ძალაშია. არის კულტურასთან დაკავშირებული საკითხებიც, რომელიც ყველას საწუხარია და ვფიქრობ ამაშიც მექნება თანადგომა. მგონია, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, უფრო საჭირო ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ იმისთვის, რისთვისაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა