პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი - 2018 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა

მომართვიანობისა და ინსპექტირებების ზრდის ტენდენცია მეექვსე წელია უცვლელია. მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი,- აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშის მიხედვით, სამართალდარღვევის 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, ხოლო 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. ამასთან, დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება.

საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა.

პროგრესთან ერთად კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები,“-აღნიშნულია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, აპარატი აქტიურად მუშაობდა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზეც. ჩატარდა არაერთი ღონისძიება და კამპანია, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი ვებგვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, ასევე საქმის წარმოების პროგრამა, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ აპარატთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ერთ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი.

2018 წელს ტრენინგების შედეგად საჯარო და კერძო სექტორის 1200 წარმომადგენელს მიეცა პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა. ჩატარდა ტრენინგების სერია თვითმმართველობის ორგანოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა