ვაკის პარკში, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე ხანძარს 101 წლის ომის ვეტერანი ემსხვერპლა

ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 101 წლის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს, დილით მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია 20 კვ. მეტრის ფართობი ტერიტორია.

მათივე ცნობით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

იხილეთ ვიდეო: ვაკის პარკში, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე ხანძარს 101 წლის ომის ვეტერანი ემსხვერპლა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა