ქართული პროდუქცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი

28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიას, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ. ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართველი დიზაინერების ბრენდები იქნება წარმოდგენილი: BLIKVANGER, KANCHAVELI, LAKO BUKIA, KETI CHKHIKVADZE, GEORGE KEBURIA, JANASHIA, LALO, 0711 TBILISI, ANOUKI, Dalood, TAMUNA INGOROKVA, LIYA, AKA NANITA, MATURELLI, LADO BOKUCHAVA, TIKO PAKSA, ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI.

აღსანიშნავია, რომ შოურუმის ფარგლებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნოს, დაამყაროს ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინოს წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

ცნობისთვის, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა