ნოდარ ხადური უკრაინაში ICN-ის ადვოკატირების სემინარში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური კიევში, უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) თანაორგანიზებით გამართულ ადვოკატირების სემინარში იღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირების საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - OECD, საერთაშორისო კონკურენციის ქსელი - ICN, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია - UNCTAD) გამოცდილების გაზიარება.

მათივე ინფორმაციით, სემინარზე განსახილველი თემებია - კონკურენციის ადვოკატირების მიმართულებები და სტრატეგია; ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის საერთაშორისო პრაქტიკა; კონკურენციის კულტურის ხელშეწყობა და ეფექტიანი აღსრულება; კონკურენციის ადვოკატირება ციფრულ ეპოქაში; კონკურენციის დაცვის საკითხები სახელმწიფო შესყიდვებში და ა.შ.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები - უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის თავმჯდომარე იური ტერენტიევთან, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტ ბოგდან მარიუს ჩირიტოიუსთან, ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასთან და ICN-ის ხელმძღვანელ პირებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და უკრაინის ანტიმონოპოლიურ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, რომელიც პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას ითვალისწინებს. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს