გიგი წერეთელი - ეუთო-ს დასკვნა სახელმძღვანელო პრინციპები უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგ არჩევნებზე საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს

ეუთო-ს საბოლოო დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი არჩევნებისთვის საქართველოს რეპუტაციას არ მიადგეს ჩრდილი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნას.

„ეუთო-მ გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნა საქათველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, მძაფრად კრიტიკული მოსაზრებაა, რაც ეხებოდა ადმინისტრაციულ რესურსს, იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ვალების დაფარვა და არის მიუღებელი სტანდარტი. თუ რაიმე პოზიტივი არსებობს, ესეც ყოველთვის აღინიშნება ეუთო-ს დასკვნაში, მაგრამ კრიტიკული ძალიან ბევრია და ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. ამ დასკვნას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეცეს პასუხი რომ „ეს არ არის სწორი“ ან „სხვანაირად იყო და დამკვირვებლებს ეშლებათ“, არამედ უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემები აღარ არსებობდეს უნდა შემდეგი არჩევნებისთვის და საქართველოს რეპუტაციას არ უნდა მიადგეს ჩრდილი ასეთი პროცესის შემდეგ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.

კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც რეკომენდაციებია ჩამოთვლილი, ნათქვამია, რომ „საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრილი იყოს ხარვეზები, ორაზროვნება და ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად“.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა