ელენე ხოშტარია - დეკანოზ მამალაძის სანახავად პოლიტიკური მიზნებით არ შევდივარ - ის არის ტყვეობაში, შანტაჟის ქვეშ და ჩემი ვალია, მის გვერდში ვიყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა.

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე შანტაჟის მსხვერპლია.

„პირველ რიგში, გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს აღვუთქვი გვერდში დგომა ამ კრიზისის დროს. ეს ადამიანი არის უსამართლობის მსხვერპლი. ჩვენ არც ერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, რასაც ვისმენთ, ეს შანტაჟის და ტყვეობის სახელს იძენს.

ამ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მე მსურს, რომ საავადმყოფოში ვინახულო და უბრალოდ აღვუთქვა გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გვერდში დგომა.

სპეციფიური გზავნილით ან პოლიტიკური მიზნებით არ შევდივარ. ადამიანი არის ტყვეობაში, შანტაჟის ქვეშ და გასაჭირში. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ასეთ მდგომარეობაში იქნება, ჩემი, როგორც პარლამენტარის და როგორც ადამიანის ვალია, მის გვერდში ვიყო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატმა საპატრიარქოს პოზიცია კიდევ ერთხელ შეაფასა.

„საპატრიარქოს პოზიცია და განცხადებები, ფაქტობრივად, შანტაჟია. რას ნიშნავს, თუ ამას იტყვის, შევიწყალებ? ჩემი საქმე არ არის საპატრიარქო როგორ მოქმედებს, მაგრამ ეს ადამიანურადაც არ არის გამართლებული“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა