ირაკლი აბესაძე - გამორიცხული არაა საქმე იქამდე მივიდეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეიცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობაში თვალს ვადევნებთ შიდა ოპონირებასა და კინკლაობას, თუმცა არავინ ოპონირებს ბიძინა ივანიშვილთან, ვინც ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის თუ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შესაძლო შეცვლას, როგორც აბესაძემ აღნიშნა, ამაზე დაპირისპირებული დეპუტატები ღიად საუბრობენ და გამორიცხული არ არის საქმე აქამდე მივიდეს.

“როგორც კი რაოდენობრივად საკმარისო დეპუტატი შეიკრიბება, ისინი აუცილებლად დასვამენ ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხს. კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეობას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა პოლიტიკური ოპოზიციისთვის სულ ერთია პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე იქნება თუ “ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა დეპუტატი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა