რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში ტერორისტული ქსელის საქმიანობა აღკვეთეს

რუსეთში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში სამი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებსა და პოლიციელების მკვლელობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

„აღკვეთილია ტერორისტული ქსელის საქმიანობა, რომლის წევრები იზიარებდნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიას და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიაში იატაკქვეშა ორგანიზაციებთან“, - განაცხადა რუსეთის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

მისივე თქმით, „ბოევიკები“ განიხილავდნენ მნიშვნელოვან ობიექტებზე და სამართალდამცველებზე თავდასხმებს.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი ამოიღეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა