ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო, უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის შეთანხმების გადახედვას არ გამორიცხავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის მდგომარეობით და ამ უფლებების შემდგომი სისტემური დარღვევის შემთხვევაში, მზად არის გადახედოს ისრაელთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეკატერინა ზელენკომ განაცხადა.

„ახლახან ისრაელის მხარეს გადავეცით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც მითითებულია, რომ უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის მათი საზღვარგარეთ მოკლევადიანი მგზავრობები და საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით ცხოვრება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ეკატერინა ზელენკომ აღნიშნა, რომ ისრაელის აეროპორტში უკრაინის მოქალაქეების დაკავებების შემდეგ, უკრაინელმა დიპლომატებმა გააძლიერეს თანამშრომლობა ისრაელელ პარტნიორებთან სიტუაციის მონიტორინგის კუთხით, რათა უკრაინის მოქალაქეების უფლებები უზრუნველყოფილი იყოს.

„თუ უკრაინელი ტურისტების უფლებები სისტემატიურად იქნება დარღვეული, ჩვენ გადავხედავთ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზანშეწონილობას, სადაც უკრაინის მოქალაქეების უფლებები სისტემატურად ირღვევა“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს