ომბუდსმენი - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში სპეციალური სამედიცინო ექსპერტი ჩავრთეთ და რეკომენდაციას დასკვნის შემდეგ გავცემთ

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ომბუდსმენის აპარატმა სპეციალური სამედიცინო ექსპერტი ჩართო, რომელიც სწავლობს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არსებულ სამედიცინო დასკვნებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გვექნება სრული ინფორმაცია და შემაჯამებელი დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავცემთ რეკომენდაციას, რამდენად არსებობს ციხეში შესაძლებლობები, რომ ამ დიაგნოზის პაციენტს ადგილზე უმკურნალონ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება დეკანოზის შეწყალების საკითხს, ნინო ლომჯარია თქმით, ეს მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„მე აქამდე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ როცა ეს საკითხი დადგა კომისიის სხდომაზე, მე მხარი დავუჭირე მის შეწყალებას",- განაცხადა ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს