სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები მეთხილე ფერმერებს სწავლებებს ჩაუტარებენ

მეთხილეობის დარგში არსებული ვითარება და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე. სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 15 სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს და მოიცავს მუნიციპალიტეტებს სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მეთხილე ფერმერებს მიაწვდიან ინფორმაციას თხილის მოვლის შესახებ, გააცნობენ ასევე „თხილის გადარჩენის პროგრამას“, რომელშიც ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

მეთხილე ფერმერებთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან და ფერმერებთან. „ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა მომავალ სეზონზე ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ გადაეცემათ შესაწამლი აპარატები, ექნებათ წვდომა აგროქიმიკატებთან, პესტიციდებთან და ფინანსურ რესურსებთან“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა