სასამართლომ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, სავარაუდოდ, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, 1200 ლარით დააჯარიმა

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.

თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა ის სასამართლოში, თავად მსახიობმა განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურდა და რომ „მეგობარს მოყვა“.

საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ ანი ჩირაძე (ჩიკა) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა