დიმიტრი ცქიტიშვილი ეუთო-ს დასკვნაზე - ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები

ვფიქრობ, სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები, გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო ხარვეზი, რომელიც 2020 წელს კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას, - აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნის კომენტირებისას.

მისი თქმით, საგულისხმოა, ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც არის გამოცემული.

„ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ ამის საჭიროება არის, საქმე აღძრული იყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო