სოფო ქაცარავა - ეუთო-ს დასკვნაში მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში გაეკეთებინა არჩევანი

„ეუთო-ს დასკვნაში მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში გაეკეთებინა თავისი არჩევანი“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ქაცარავას თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია.

„ვთვლი, რომ ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთო-ს ანგარიშთან დაკავშირებით არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე რეკომენდაციებს. მთავარია, ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო არჩევნები იყო მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. სწორედ პოლონეთში ვიზიტის დროს მე და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, სადაც გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო