სულხან სალაძე - თუ დავუშვებთ, რომ „თიბისის“ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო", მაშინ ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რატომ ისაუბრა გუშინ კიდევ ერთხელ პროკურატურამ საქმის შესახებ

ჩვენ გვახსოვს სხვა საქმეები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ედო - დეკანოზ მამალაძის საქმე, „კაბელების საქმე“, როდესაც პროკურატურა საუბრობდა მხოლოდ იმას, რასაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, ადვოკატებს კი გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „თიბისის“ შემთხვევაში საქმე უფრო რთულად გვაქვს, ვინაიდან ბრალი არავის აქვს წაყენებული და ჯერჯერობით მოწმის სტატუსით დაკითხულ პირებს არ მიუწვდება ხელი საქმის მასალებზე.

„რაც შეეხება გრიფით „საიდუმლოს“, ჩვენ ვნახეთ ადვოკატის განცხადება ამის თაობაზე, ასევე ვნახეთ პროკურატურის პასუხი, რომ ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ ადევს. მე არც ადვოკატის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი და არც პროკურატურა მგონია იმდენად უსუსური, რომ ვერ ასხვავებდეს, ადევს თუ არა საქმეს გრიფი. თუ დავუშვებთ იმ მოცემულობას, რომ ამ საქმეს ადევს გრიფი, მაშინ ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, თუ რატომ ისაუბრა გუშინ კიდევ ერთხელ პროკურატურამ ამ საქმის შესახებ. ჩვენ გვახსოვს სხვა საქმეები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ედო - ეს არის დეკანოზ მამალაძის საქმე, „კაბელების საქმე“. ამ საქმეებში პროკურატურა საუბრობდა იმას, რასაც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. ადვოკატებს კი იმავე საქმეზე საუბრის უფლება არ ჰქონდათ, რადგან გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი. „თიბისის“ შემთხვევაში საქმე უფრო რთულად გვაქვს, ვინაიდან ბრალი არავის აქვს წაყენებული. როდესაც კონკრეტულ პირს სტატუსი არ აქვს განსაზღვრული, მას არ მიუწვდება ხელი საქმის მასალებზე, ასლების გადაცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, პროკურატურა კი ისაუბრებს ცალმხრივად და შეეცდება შექმნას საზოგადოებრივი აზრი“, - განაცხადა სალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გუშინ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ჯგუფებთან, გავლენიდან გამომდინარე, ფინანსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოებისა და მედიის ინტერესი ყოველთვის უფრო მაღალია.

„ეს საქმე არის გამოწვევა არა მხოლოდ პროკურატურისთვის, არამედ სასამართლოსთვისაც, თუკი ის სასამართლომდე მივა, ექნება თუ არა მხარეებს თანაბარი პირობები შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე და როგორი იქნება სასამართლოს დამოკიდებულება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ დაასაბუთებს მას. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულად საყურადღებო პოზიცია და ადგილი სწორედ პროკურატურას ეკუთვნის. გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ მთავარი კითხვა, რაც ყველას გაუჩნდა, არის ის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ამ ბრიფინგის ჩატარება და რა გვითხრა პროკურატურამ ახალი ამ ბრიფინგზე. ჩემი შეფასებით, ისეთი არაფერი ყოფილა, რის გამოც ბრიფინგის გამართვა ყოფილიყო საჭირო, მით უმეტეს რომ წინა დღეებში პარლამენტში ამ საკითხის განხილვის დროს გვეუბნებოდნენ, რომ ღიად კითხვების დასმა დააზიანებდა „თიბისი ბანკს“ და ეროვნული ბანკის საქმიანობასაც. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, არის თუ არა პროკურატურა დამოუკიდებელი მოთამაშე, მოქმედებს თუ არა ის მხოლოდ კანონის ფარგლებში თუ რაიმე სხვა მოტივაციაც აქვს. გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ მე ეს კითხვა კიდევ უფრო გამიძლიერდა“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა