ბექა დავითულიანი - თბილისის ბიუჯეტის ზრდა დადებითად აისახება ქალაქზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გააკეთა.

„მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ზრდა ისევ ხდება 62 მილიონი ლარით და ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქალაქის ყოფაზე. ამიტომ, დღეს ვმსჯელობთ ამ საკითხზე და დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქციის თავმჯდომარემ დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გენგეგმის განხილვა საკრებულოში, კომისიურ ფორმატში მომავალ კვირას გაგრძელდება. ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს საკმაოდ აქტიური და დატვირთული სამუშაო კვირა ელოდება და თბილისს საბოლოოდ ახალი გენერალური გეგმა ექნება.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა