ადვოკატი - ზვიად კუპრავას უფლებები ირღვევა, რადგან მისი საკნის მეზობლად მოთავსებულია მირზა სუბელიანი, რომელიც სწორედ კუპრავას მამხილებელი ჩვენების საფუძველზეა დაკავებული

ზვიად კუპრავას ადვოკატის, ლევან დავითაიას განცხადებით, კუპრავას საკნის გვერდით, მეზობელ საკანში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანია მოთავსებული. ადვოკატის განმარტებით, მირზა სუბელიანი სწორედ ზვიად კუპრავას მამხილებელი ჩვენების საფუძველზეა დაკავებული. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ შესაბამისი ზომა უნდა მიიღოს, რადგან ეს არის უფლებების დარღვევა.

მოსამართლის კითხვაზე, რამე კუთხით აქვს თუ არა ადგილი მისი უფლებების დარღვევას რომელიმე პატიმრის მხრიდან, ეს იქნება სუბელიანი თუ სხვა, კუპრავამ უპასუხა, რომ - არა. "არა, მე არ ვარ პიროვნება, რომელიც მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ამას. მე არაფერი მესაქმება გლდანის ციხეში, როგორც პოლიციელი, როგორც აქტიური პოლიტიკური პირი, უნდა ვიყო "მატროსოვზე", - განაცხადა კუპრავამ.