გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას პოლიტიკური დემაგოგიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

“თბილისის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და მილიარდ ლარს გადააჭარბა. ველოდებით ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებას, რაც საბოლოოდ დაასრულებს ქალაქში ქაოტურ განაშენიანებას. პარკირების მიმართულებით კი ევროპულ პრაქტიკას ვამკვიდრებთ,“ - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება პარკირების ევროპულ სტილზე გადასვლა. სწორედ ამიტომ ქალაქში 100 -მდე ახალი ავტობუსი შემოდის და ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური დემაგოგიისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ახალი გადასახადების დაწესებით თანხები ვინმეს ჯიბეში მიდის - არის დემაგოგია და სხვა არაფერი.

„თანხა, რომელიც ზონალური პარკირებისთვის განისაზღვრება, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას მოხმარდება. თბილისში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ახალი გზები და ესტაკადები შენდება, მაგრამ ოპოზიციას არც ეს უხარია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა