დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების  პრეზიდენტთა კონფერენციას დაესწრო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტთა 47-ე წლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სამართლის უზენაესობის თემას მიეძღვნა და მას ავსტრიის იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროკომისიის წარმომადგენლობა და 50-ზე მეტი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მე პირადად და იურიდიული პროფესია საქართველოში კვლავაც გავაგრძელებთ ბრძოლას ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის გასაძლიერებლად, ისევე, როგორც ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ, ამ ბრძოლაში იქნება მომენტები, როდესაც საქართველოს იურიდიულ პროფესიას ჩვენი დიდი ოჯახის - ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რისი იმედიც ჩვენ ყოველთვის გვაქვს", - განაცხადა დავით ასათიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო