ალეკო ელისაშვილი - ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის სკამს გაცვეთს თუ სადღაც ორღობეში ტაბურეტზე იჯდება, არ მაინტერესებს

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის სკამს გაცვეთს თუ სადღაც ორღობეში ტაბურეტზე იჯდება, არ მაინტერესებს, რეალურ პრობლემებზე გველაპარაკოს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად დადგმული უწოდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა იმ უმოქმედობისთვის, რის გამოც მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა.

ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ თვალებჩაწითლებული და აქვითინებული რომ იყო, ნაცარი რომ ჰქონდა თავზე დაყრილი და ბოდიშებით რომ გველაპარაკებოდა, ერთი წელი მომეცი და პრობლემებს მოვაგვარებო, რამდენი გავიდა? 4-5 თვე ხომ გავიდა. ეს არის პრობლემების მოგვარება?! შემოგვთავაზა უნიჭო სპექტაკლი, როგორ წავიდა და როგორ გაჰყვა დანარჩენები. ეს არის პრობლემების მოგვარება?!

ბესელიაც და მასთან ერთად წასულებიც სხვები ურტყამენ კობახიძეს. ეკა ბესელიამ ძალიან სასაცილო რაღაც თქვა - ამ პროცესების მმართველი არის კობახიძეო. კობახიძეს თავის ჩრდილის ეშინია, რა პროცესების მმართველია?! ვერც ერთი ბედავს, რომ ივანიშვილი ახსენოს.

ივანიშვილს ახლა სჭირდება სეირები, რომ ხალხი გაართოს. ეს ხალხი ქვეყანას მიათრევს უფსკრულში. ვერც ერთი რეალური პრობლემის მომგვარებელი ის ვერ არის, რადგან ვერ გრძნობს ხალხს რა პრობლემა აქვს. თვითონ აქვს დარდი ზვიგენებს აჭამოს და ზებრებს მოუაროს, ბესელია იქით გაიყვანოს და გამოიყვანოს.

ახლა მოხდება ის, რომ კობახიძეს გადააყენებენ და მერე დაიწყება სეირი. კობახიძე, თორემ ეგეც ჩერჩილი, ილია ჭავჭავაძე ან დიმიტრი ყიფიანი იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის სკამს გაცვეთს თუ სადღაც ორღბეში ტაბურეტკაზე იჯდება ორღბეში, არ მაინტერესებს.

მე მაინტერესბს, ჯანდაცვა რომ ჩათხლევებულია, ერთადერთი, რაც ოცნებამ გააკეთა, რატომ ხდება ასე?! მე მაინტერესებს, რატომ ხდება, რომ დახეული „ბათინკები“ აქვს ქართულ არმიას. არ გვყავს არმია, 100 მთვრალი რომ გადმოვიდეს ჩეჩნეთიდან ან დაღესტნიდან მებრძოლი და მისი გამჩერებელი რომ არავინაა, ამაზე ვილაპარაკოთ. სასამართლო რა დღეშია და ეკონომიკა რა დღეშია, ამაზე გველაპარაკოს ივანიშვილი, თორემ ბესელია და მისი რაზმი სად გადავა და მამუკა კობახიძე და მისი ლაშქარი როგორ შეებძოლება ბესელიას, ეგ არ მაინტერესებს. თორემ საით აიჩეჩავს კობახიძე, ეგ არ მაინტერესებს არც მე და არც იმ ხალხს, ვისაც გვიჭირს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა