დავით ბაქრაძე - ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს

ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, “ევროპული საქართველოს” ამ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში, მოსახლეობას აცნობს.

„სოფელში მცხოვრები რეგისტირებული მანქანებისთვის, გლეხებისთვის მოიხნას ის პრობლემები, ის ჯარიმები, რომელსაც აკისრებს დღეს ტექდათვალიერების გაუვლელობა და ეს ყველაფერი დარეგულირდეს იმგვარად, რომ ადამიანებს არ შეეშენდეთ საკუთარ ვენახში მანქანით წასვლა. ჩვენი ამოცანაა, ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ჩვენი ინიციატივა არ ეხება თბილისს, ვინაიდან თბილისში დგას ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემა, თბილისში ტექდათვალიერება უნდა დარჩეს. ჩვენი ინიციატივით უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები ცენტრალურ გზაზე და ავტობანზე, მაგრამ თითოეულ იმ ავტომობილს, რომლითაც გლეხი გადაადგილდება არაცენტრალურ გზებზე, რომლითაც გლეხი გადაადგილდება რაიონში, საკუთარ ვენახში, თითოეულ ასეთ ავტომობილს, უნდა მოვუხსნათ პრობლემა და უნდა მივცეთ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს