ნიკოლაი სვანიძე - ახლა მოსკოვის დიპლომატიურ რიტორიკაში ბრუტალურობაა მოდაში, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსთან მიმართებაში კრემლი ხისტ განცხადებებზე შორს არ წავა

სავარაუდოდ, რა შეიძლება იდგეს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებების უკან, ”ინტერპრესნიუსი” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორსა და ცნობილ რუს პოლიტიკურ მიმომხილველს, ნიკოლაი სვანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლაი, თითქმის 30 წელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საქართველოს მიმართ მკვეთრი განცხადებები აღარავის უკვირს, მაგრამ ქართული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს უკანასკნელ გაფრთხილება-განცხადებს აქტიურად განიხილავს და ცდილობს გარკვევას, რა ხდება სინამდვილეში.

მოდით, ჯერ კარასინის განცხადებით დავიწყოთ. ის კი ამბობს, რომ თბილისმა არჩევანი უნდა გააკეთოს სამხრეთ კავკასიაში კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ან აირჩიოს ატლანტიკური დღის წესრიგი, რისი გაკეთებაც ერთდროულად რთულია...

- კარასინისა და შოიგუს განცხადებების ცალ-ცალკე განხილვას აზრის არა აქვს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ხედვებისა და გეგმების გარეშე არ მუშაობენ. ამიტომ, ამ სამინისტროების მიერ რომელიმე მიმართულები გაკეთებული განცხადებები კრემლის პოზიციაა.

ის, რასაც უდიდესი გამოცდილებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე დიპლომატი კარასინი ამბობს, ასევე უდიდესი გამოცდილების სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც ახლა გახლავთ თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რა თქმა უნდა, კრემლის პოზიციებს უკავშირდება, ვინაიდან საერთაშორისო პოლიტიკას რუსეთში პირადად პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს და არავინ სხვა

ის, რასაც უდიდესი გამოცდილებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე დიპლომატი კარასინი ამბობს, ასევე ისეთი დიდი გამოცდილების სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც ახლა გახლავთ თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რა თქმა უნდა, კრემლის პოზიციებს უკავშირდება, ვინაიდან საერთაშორისო პოლიტიკას რუსეთში პირადად პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს და არავინ სხვა.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი, რაც რუსეთის მხრიდან დასავლეთს ეხება და საკმაოდ ხისტია, მათ შორის ხისტია კარასინისა და შოიგუს განცხადებებიც. კრემლში სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკები, უკრაინა და საქართველო, ახლა კი სუვერენული სახელმწიფოები განიხილებიან როგორ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები. იმიტომაცაა, რომ მათთან საუბრის ტონი ცივია.

როგორც ვხედავთ, უკრაინაში რეალურად მიმდინარეობს ომი. მართალია, მას ომს არ ეძახიან, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში პრაქტიკულად ომია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ფორმალურადაა შენარჩუნებული დიპლომატიური ურთიერთობები. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოსთან ომს 2008 წელს ჰქონდა ადგილი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი არაა.

როგორც ვხდები, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო იმის იმედი, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. საერთოდ, კრემლში, ჩემი აზრით ზედმეტად დიდ ყურადღებას ანიჭებენ საქართველოს ხელმძღვანელებთან პირად ურთიერთობებს.

მიიჩნევა, რომ თუ პირადი ურთიერთობები კარგია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებიც კარგი იქნება. ეს კი ნამდვილად საბჭოთა ტრადიციაა. როცა ყურადღება არ ექცეოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს და უმნიშვნელოვანესად მიიჩნეოდა პირველი პირის პოზიცია. ანუ, ყველაფერი ხელით მართავაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის დიპლომატიურ ურთიერთობები ხელით იმართებოდა.

როცა პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობები კატასტროფულად ცუდი იყო, მაშინ მიიჩნეოდა, რომ თუ სააკაშვილი წავიდოდა ხელისუფლებიდან, საქართველო არსადაც არ წავიდოდა და რუსეთს დაუბრუნდებოდა. ფაქტია, რომ რუსეთს საქართველო არ უბრუნდება. ამის გამო კრემლში საქართველოს ხელისუფლების მიმართ განხიბვლის განწყობებია გაჩენილი

ამგვარი მიდგომა მარტო სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებს არ ეხება. ამიტომ იყო, რომ აშშ-ს ურთიერთობებში ფსონი დადებული იყო ტრამპის გაპრეზიდენტებაზე. აქაც მიიჩნეოდა, რომ თუ ტრამპსა და პუტინს შორის პირადი ურთიერთობები კარგი იქნებოდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებიც დალაგდებოდა.

ასე იყო საქართველოსთან მიმართებაშიც. როცა პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობები კატასტროფულად ცუდი იყო, მაშინაც მიიჩნეოდა, რომ თუ სააკაშვილი წავიდოდა ხელისუფლებიდან, საქართველო არსადაც არ წავიდოდა და რუსეთს დაუბრუნდებოდა. ფაქტია, რომ რუსეთს საქართველო არ უბრუნდება. ამის გამო კრემლში საქართველოს ხელისუფლების მიმართ განხიბვლის განწყობებია გაჩენილი.

ეს მოცემულობა არ შეიცვლება, მეტიც შესაძლოა კიდეც გაღრმავდეს. ეს კი საქართველოს მიმართ როგორც საგარეო, ისე თავდაცვის უწყებების განცხადებებზე აისახება.

მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა სწორი აღმოვჩნდე იმაში, რომ საქართველოს მიმართ კარასინისა და შოიგუს განცხადებები არც არაფერს არ ნიშნავს და იგი დღევანდელი კრემლის ხისტი და მხოლოდ საკმაოდ მკვეთრი გამონათქვამების სტილია. ვიმეორებ, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს მიმართ კარასინისა და შოიგუს ბრუტალური განცხადებების უკან რეალურად არც არაფერი დგას.

- კარასინი აცხადებს, რომ თუ თბილისმა არჩევანი კავკასიაში კეთიგანწყობილი ურთიერთობების სასარგებლოდ არ გააკეთა, ამას სერიოზული გართულებები და შედეგები მოჰყვება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ტიპის სერიოზულ

გართულებებსა და შედეგებზე შეიძლება საუბრობდეს ბატონი კარასინი?

- წარმოდგენა არ მაქვს, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. რაც ახლა მახსენდება, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვას.

შეიძლება გამოჩნდეს ექსპერტი, რომელიც განაცხადებს, ქართული ღვინო მომწამვლელია და აიკრძალოს ღვინის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ეს ხომ ერთხელ იყო

შეიძლება გამოჩნდეს ექსპერტი, რომელიც განაცხადებს, რომ ქართული ღვინო მომწამვლელია, მაგრამ ეს ხომ ერთხელ იყო. სხვათა შორის, ეს შეიძლება სერიოზულად მართლაც მოხდეს. ვინიდან, რამდენადაც მახსოვს უკანასკნელ წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს შეიძლება შეეხოს ასევე „ბორჯომის“ ექსპორტსაც.

- ამ თემაზე მსჯელობისას თბილისში ხშირად გამოითქმის მოსაზრება, რომ მოსკოვი თბილისისაგან კატეგორიულად მოითხოვს გააფორმოს შეთანხმება სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, ანდა სოხუმთან და ცხინვალთან სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გატარებაზე...

- უდავოა, რომ ასეთი ვარიანტი სავსებით შესაძლებელია. არ გმოვრიცხავ, რომ მოსკოვი მართლაც დაჟინებით მოითხოვდეს თბილისისაგან სომხეთისათვის განკუთვნილმა ტვირთებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაიაროს.

- თქვენი დაკვირვებით, ამ მიზნის მისაღწევად სავარაუდოდ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი თბილისზე ზეწოლაში?

- იმაზე მეტი ვარიანტი, რაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის და კიდევ რაღაც ქართული სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტის აკრძალვაა, წესით არ უნდა იყოს.

გონივრული პოზიციიდან გამომდინარე ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში სხვა ტიპის აქტიურ მოქმედებებს დაიწყებს.

- მიუხედავად ამისა, თქვენი ნებართვით შოიგუს განცხადებას დავუბრუნდები, რომელშიც გარდა იმისა, რომ უკმაყოფილებაა გამოთქმული უკრაინისა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის, საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლებების ჩატარების გამო, ასევე ნათქვამია - „ასეთ სიტუაციაში ჩვენ იძულებული ვიქნებით ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“...

- მესმის რასაც კითხულობთ. არის თუ არა შოიგუს ეს განცხადება ომის დაწყებისათვის მოსკოვის მზაობის მომასწვავებელი? ვფიქრობ, რომ არა.

ახლა მოსკოვის დიპლომატიურ რიტორიკაში ბრუტალურობაა მოდაში, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსთან მიმართებაში კრემლი ხისტ განცხადებებზე შორს არ წავა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარი რამ, როგორც მინიმუმ, არც გონივრული და არც პრაგმატული იქნებოდა.

- ჩვენთან ახლა აქტიურად განიხილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. გასაგებია, რომ ამ პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არაა, რადგან იგი აზიის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებაში რუსეთის კონკურენტი იქნება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტი სამხედრო დანიშნულებისაც შეიძლება იყოს.

რადგან „თიბისი“ ბანკს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ანაკლიის პორტის მშენებლობაში და მას ახლა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა, გამოითქმის ვარაუდი, რომ ანაკლიის პორტის არ აშენებას ივანიშვილისგან მოსკოვი მოითხოვს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებები?

- თუ რამდენად რეალისტურია ეს სცენარი, ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას უფრო ექნება, ვიდრე მე. მე შემიძლია ამ საკითხში რუსეთის პოზიციაზე ვიმსჯელო. მოსკოვი ახლა სიხისტის დემონსტრირებას ახდენს.

შეშინდება თუ არა ოფიციალური თბილისი, ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს

სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვი საქართველოსგან ამას და არა მარტო ამას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი ტიპის მოთხოვნებზე თუ რა რეაქცია ექნება ოფიციალურ თბილისს, ეს საქართველოს ხელისუფლების საქმეა. შეშინდება თუ არა ოფიციალური თბილისი, ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

- შოიგუს განცხადებას მინდა დავუბრუნდე და აი რის გამო. შოიგუს მტკიცებით, საქართველო ითრევს სომხეთს ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაში. არ ვიცი, როგორ ითრევს საქართველო სომხეთს ნატოში, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამას თბილისს და არა ერევანს საყვედურობს. სავარაუდოდ, საუბარია სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ნატოს მიმართულებით არა გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ „გახედვაზე.“

თქვენი აზრით, რატომ ადანაშაულებს მოსკოვი თბილისს იმაში, რომ ერევანმა ნატოსკენ მხოლოდ „გაიხედა“ და აცხადებს, რომ ევრაზიული კავშირიდან არ გამოვა?

- იმიტომ, რომ მოსკოვს ერევანთან კარგი ურთიერთობები აქვს, ხოლო საქართველოსთან ცუდი. მოსკოვს არ უნდა ერევანთან გაბუტვა და კამათი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ყველამ იცის, რომ იგი თბილისთან მიმართებაში ისედაც კონფრონტაციულ რეჟიმშია.

უკმაყოფილების გამოთქმა კრემლს ერევნის მიმართაც უნდოდა, მაგრამ რადგან ახლა მისი ზედმეტად გაბრაზება არ უნდა, ნატოსკენ ერევნის „გახედვაში“ ირიბად საქართველოს ადანაშაულებს

ფაქტია, რომ უკმაყოფილების გამოთქმა კრემლს ერევნის მიმართაც უნდოდა, მაგრამ რადგან ახლა მისი ზედმეტად გაბრაზება არ უნდა, ნატოსკენ ერევნის „გახედვაში“ ირიბად საქართველოს ადანაშაულებს, მაგრამ იმავდროულად მასაც ეუბნება, რომ ამგვარი რამითაც კი ის უკმაყოფილოა.

- რადგან საუბარს ვასრულებ, კიდევ გკითხავთ - კარასინ-შოიგუს განცხადებები საქართველოს შეშინებას ისახავდა მიზნად და სხვა არც არაფერს?

- მე არ ვიცი, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე, წესით ასე უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის პოლიტიკას სრულ ჭკუაზე მყოფი ხალხი მართავს.

დარწმუნებული ვარ, პუტინს ემის თუ სად გადის საქართველოში რუსეთის შესაძლებლობების ზღვარი

შესაძლოა, მათი განცხადებები ემოციური იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ პუტინს ესმის თუ სად გადის საქართველოში რუსეთის შესაძლებლობების ზღვარი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან მიმართებაში კარასინ-შოიგუს განცხადებები სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო პოლიტიკაში კრემლის დიპლომატიური ბრუტალური სტილი და ამის უკან არც არაფერი დგას.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა