ალჟირში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 63 ადამიანი დაშავდა

ალჟირში მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე შეტაკებისას 63 ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 45 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას TSA Algerie ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მეხუთე საპრეზიდენტო ვადით წარდგენის წინააღმდეგ.

ალჟირის ეროვნული უშიშროების მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 7 სამოქალაქო პირი და 56 სამართალდამცველია. ძალადობისა და ვანდალიზმისთვის დაკავებულია 45 დემონსტრანტი.

სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ აქციებში მონაწილეობა მიიღო 800 000 ადამიანმა. ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 18 აპრილისთვის არის დაგეგმილი. მოქმედი პრეზიდენტის ბუტეფლიკას მეხუთე ვადით წარდგენამ პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში. 2013 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ის ეტლით გადაადგილდება, მას უჭირს საუბარი და საჯაროდ იშვიათად ჩნდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა