თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე იმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის დღეს ღია კარის დღე იმართება. ამ მიზნით უნივერსიტეტის ეზოსა და დერეფნებში ექვსივე ფაკულტეტი სხვადასხვა შინაარსის სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სამედიცინო სიახლეები იხილონ. კერძოდ, წარმოდგენილია მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი პროგრამები.

ღია კარის დღეზე მთავარი ღონისძიება უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა, სადაც რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და სიახლეები გააცნო. ასევე მათ კითხვებს უპასუხა.

„წელს განსხვავებული ღია კარის დღე გვაქვს. ძალიან ბევრი რამ გვაქვს წარმოდგენილი. ამიტომაც, საზეიმო განწყობაა. აბიტურიენტებს აქვთ საშუალება დეტალურად გაეცნონ თითოეულ პროგრამას, ნახონ სასწავლო მოდელები, დააკვირდნენ, თუ რა კეთდება კლინიკურ კათედრებზე. როგორია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის მოწყობა და მართვა, სტომატოლოგიური კაბინეტი, ფარმაცეპტული მინიქარხანა. ასე, რომ ყველა მიმართულება და პრორგამაა წარმოდგენილი და ეს მათ გამოადგებათ სწორი პროფესიული ორიენტაციისთვის. აბიტურიენტების მოზღვავებაა“, – განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

მისივე თქმით, ახლახანს მათ „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ასევე ბევრი დამთვალიერებელი იყო.

სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღესთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვეს აბიტურიენტებმა.

„ძალიან მომეწონა ღია კარის დღე. ბევრი მულაჟი (მოდელი) აქვთ გამოტანილი, საინტერესო ვიზუალური მასალაა. ვიქტორინაც ჩატარდა, სადაც ფონოიდოსკოპი მოვიგე. ძალიან მიხარია!“ – განაცხადა 18 წლის აბიტურიენტმა ქეთევან ქიმაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა