საკრებულოში ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, დღეს ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გახსნა.

მან ღონისძიების მიზანსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიკა დარჩიას თქმით, შეხვედრა, რომელიც დღეს საკრებულოში გაიმართა, მიზნად პოლიტიკურ, კულტურულ და სამეწარმეო საქმიანობაში ქალის როლის გააქტიურებას ისახავდა.

,,დღევანდელი შეკრება არის იმის მცდელობა, რომ გენდერულ თანასწორობაში არსებული ვექტორი ახლებურად დავინახოთ. მთელი მსოფლიო წერს ისტორიებს ქალების შესახებ, რომელთაც გადალახეს დაბრკოლებები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ბარიერებთან ბრძოლის გზების ძიებისკენ არის მიმართული. არსებობს პრობლემები, თუმცა ყოველი მარცხის უკან არის გამარჯვების მოპოვებით პრეცედენტის შექმნის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ სხვა ადამიანებს მაგალითს მისცემს“, -განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც მიმართა. გიორგი ტყემალაძემ რეგიონული მუნიციპალიტეტების, ბიზნესსექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საკრებულო მომავალშიც აპირებს კიდევ უფრო განავითაროს და მეტი პრიორიტეტი განუსაზღვროს გენდერული თანასწორობის საკითხებს.

„მარიკა დარჩიას, როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, დამსახურებით, ჩვენ უკვე არაერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, უპირველესად გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა და ზოგადი სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ფორმატში შეხვედრა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ვიყოთ აქტიურები, გავაუმჯობესოთ და გადავხედოთ მიღწეულ შედეგებს. ერთობლივად უნდა შევძლოთ და დავსახოთ გეგმები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება „ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა