3 მარტს, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

ხელოვანთა კავშირ კონცეპტArt -ის ორგანიზებით, 3 მარტს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მოიცავს პიანისტის ახალი ალბომის „Pregnancy Music“ პრეზენტაციას. სასტუმრო "თბილისი რუმსის" Garden Hall-ში შეკრებილი მსმენელისთვის შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ახალ პროგრამას პირველად შეასრულებს.

„3 მარტს შევასრულებ სრულიად ახალ რეპერტუარს. შესრულება უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, ლამაზი და ამავე დროს უნდა მოახერხო არტისტობა, პიანისტებიც ხომ არტისტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ თითებით, ბგერებით. თუ ბგერა არ საუბრობს და შენ არ შეგიძლია გადმოსცე ის, რისი თქმაც გინდა, მაშინ შენი, როგორც არტისტის ფასი ნულია. მე არ მიყვარს პიანისტები, რომლებსაც თითი უსწრებთ აზროვნებას. ამას რასტრაპოვიჩი მასწავლიდა. რამოდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა, ის ჩელოზე საუბრობდა, თუმცა ზუსტ გეზს მაძლევდა“, -აცხადებს ვალერიან შიუკაშვილი.

პროექტის მხარდამჭერია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT. საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები არიან - „სინერჯი“ და კომპანია „აირზენა“.

კონცერტის ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან