დონალდ ტრამპი - რასაც ჩვენ 2016 წელს მივაღწიეთ, დიდი გამარჯვება იყო, ვფიქრობ, 2020-ში ჩვენი გამარჯვება გაცილებით დიდი და დამაჯერებელი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ამ თემაზე მან მერილენდში კონსერვატორი აქტივისტების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ, აქამდე ისტორიაში არასოდეს მომხდარა. რასაც ჩვენ 2016 წელს მივაღწიეთ, დიდი გამარჯვება იყო. ვფიქრობ, 2020-ში კვლავ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება გაცილებით დიდი და დამაჯერებელი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გამოძიებაზე, რომელიც ტრამპსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირებს ეხება. „ეს ყალბი საქმეა. მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. რუსეთთან შეთქმულებას არ ჰქონია ადგილი. ამიტომაც ახლა ამბობენ, მოდით შევისწავლოთ ტრამპის ყველა გარიგებებიო. ავადმყოფი ხალხია“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა